მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით: გავეცანი შეფასების ინსტრუმენტებს და მოვახდინე მისი ადაპტირება რათა მომერგო ჩემი პროექტისთვის. შეფასების რუბრიკის გამოყენებით შევაფასე პროექტში ჩართული სხვა პედაგოგი.
Translate
Sunday, March 26, 2017
Friday, March 24, 2017
მეხუთე დღე
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტის გამოყენებას სწავლის პროცესზე კერძოდ მკაფიოდ გაწერილი რუბრიკის საშუალებით შევაფასე პროექტში ჩართული პედაგოგების პრეზენტაცია, კერძოდ, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანი საავტორო უფლებებს(როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები). პროექტის გეგმას დავურთე ინტერნეტრესურსების ჩამონათვალი, თუ რა ფოტომასალა ან ტექსტი მოვიძიე და გამოვიყენე პროექტზე მუშაობისას.
Sunday, March 19, 2017
მეოთხე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა შეფასების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.არსებობს შეფასების 5 სტრატეგია რომელიც გვეხმარება შევამოწმოთ მოსწავლის მეტაკოგნიცია, წინარე ცოდნა და ა.შ. ეს სტრატეგიები მეხმარება დავინახო მოსწავლის მონიტორინგი. რა სახის განმავითარებელ შეფასებას საჭიროებს იგი. დღეს მე შევქმენი პროექტის პრეზენტაცია და მოსწავლეთა შეფასების ინსტრუმენტები.
Saturday, March 18, 2017
მესამე დღე
3. ვისწავლე პროექტის შაბლონის მოძიება.
დავსახე პროექტის მიზნები რაშიც დამეხმარა ბლუმის ზმნები, 21-ესაუკუნის უნარები და ა.შ.
ზოგადი და თემატური შეკითხვების გაწერა პროექტში.
2. მიზნებისა და ამოცანების გაწერა.
როგორ მოვარგო პროექტის მიზნები 21-ე საუკუნის უნარებს.
1.
დავსახე პროექტის მიზნები რაშიც დამეხმარა ბლუმის ზმნები, 21-ესაუკუნის უნარები და ა.შ.
ზოგადი და თემატური შეკითხვების გაწერა პროექტში.
2. მიზნებისა და ამოცანების გაწერა.
როგორ მოვარგო პროექტის მიზნები 21-ე საუკუნის უნარებს.
1.
Sunday, March 12, 2017
მეორე დღე
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ეს პროექტი დამეხმარება დავგეგმო და განვახორციელო პროექტები. შევქმნა რესურსები და განვათავსო ბლოგზე. აგრეთვე მოსწავლეთა ნამუშევრები განვათავსო ბლოგზე და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთო ჩემი მოსწავლეები, რომლებიც თავის მხრივ განივითარებენ 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.
Saturday, March 11, 2017
პირველი დღე
პროექტებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია სწავლება-სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის.იგი მოსწავლეებში ავითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. მოსწავლეებში მაღალსააზროვნო უნარების გასავითარებელი პროექტების დაგეგმვა და პორტფოლიოს შექმნა. პროექტის გეგმის შაბლონისა და ნიმუშების გაცნობა.
Subscribe to:
Posts (Atom)